აჭარა. 19 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამართა საასკოლო, სამოქალაქო კლუბების პრეზენტაცია. სადაც სკოლებმა თავიანთი სამოქალაქო კლუბის მუშაობის ამსახველი ვიდეო მასლა წარმოადგინეს, ასევე დამსწრე საზოგადოებას თვიანთი კლუბის სამომავლო სამოქმედო გეგმები გააცნეს. აღნიშნული შეხვედრის მთავარ მიზანს სკოლების, პედაგოგების, მოსწავლეების და
კლუბის წევრების დაახლოება, გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრას კლუბის წევრებთან ერთად ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.