თბილისი. 21 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატები", საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებაზე მედია-ფორუმს გამართავს.
„ყველა ტელევიზიის, გაზეთის, რადიოს, ახალი ამბების სააგენტოს თუ სოციალური მედიის წარმომადგენელს, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში და რეზონანსული საქმის ირგვლივ, მიიღოს ახალი და ამომწურავი ინფორმაცია", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: barristers.ge