თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის ყველა კომპანია ტენდერის გარეშე შეირჩა".
„აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის მთავრობის ადმინისტრაციას ტენდერი არ გამოუცხადებია, რაც კონკურენტული ვაჭრობის შედეგად თანხის დაზოგვის შესაძლებლობას გააჩენდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge