en
ge

ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებები

თბილისი. 19 დეკემბერს, ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა ახალი კვლევის  შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებები.
კვლევაში ასახულია ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების პრობლემები, შემოთავაზებულია რეკომენდაციები.
კვლევის პროცესში ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა  შეაფასა 26 სათემო ორგანიზაციის მდგომარეობა, მათი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები და  საჭიროებები.  შეიმუშავა რეკომენდაციათა პაკეტი  სახელმწიფო  ინსტიტუტებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის.
პროექტი განხორციელდა ფონდი ‘ღია საზოგადოება საქართვლოს' ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევა – „საქართველოოში ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება"
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)