თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აფასებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2016 წლის იანვარში, ექსპორტი 22%–ით, ხოლო იმპორტი 25%–ით არის შემცირებული.
„ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ იმპორტ-ექსპორტის შემცირების რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი არსებობს. 2016 წლისთვის საქართველოს მთავარ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად გასათვალისწინებელია, ის შოკები რაც მთელმა რეგიონმა და ჩვენმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიარეს. რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ექსპორტის მოცულობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში