თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით.
„იუნისეფი აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პოლიციელთა გამოყოფის და გადამზადების მხრივ და ამავე დროს, მოუწოდებს სამინისტროს, დაუყონებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების და დაჩქარების მიზნით და უზრუნველყოს ხარისხის კონტროლისა და ეფექტიანი მეთვალყურეობის მექანიზმი. იუნისეფი, სხვა დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და სურვილს გამოთქვამს გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა კონვენციის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში