en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიში
თბილისი. „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" – ასე ჰქვია რიგით მესამე ანგარიშს, რომელიც ოთხმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა. (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა"). ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევები და ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება: 1. მოქალაქეების მიერ ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება და მიტოვება 2. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.

ანგარიში პროექტის „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" ფარგლებში გამოქვეყნდა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება– საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ანგარიში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)