en
ge

ფსიქო–სოციალურმა ცენტრმა „იმედმა“ კვლევის შედეგები წარმოადგინა

აჭარა. ფსიქო–სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრმა ,,იმედმა’’ გამართა შეხვედრა თემაზე: „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა საკეთილდღეოდ". კვლევა ასახავს როგორც სტატისტიკურ მონაცემებს,  ასევე გარემოს სიტუაციურ ანალიზს და რეკომენდაციებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და ყურადღება გამახვილებულდა ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე. სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისათვის ზიანის შემცირების აუცილებელი პროგრამების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების და კრიზისული დახმარების ცენტრების ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და გატარებაზე. ასევე, ისაუბრეს ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
 შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თვითმმართველი ბათუმის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)