თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.
„პასუხისმგებლობის ნაკლებობა იგრძნობა, როდესაც მართლმსაჯულებაში მიმდინარე მოვლენები პირადი დაინტერესებით ფასდება. ცალკეული სუბიექტები, ნებსით და უნებლიეთ, სასამართლო ხელისუფლების, ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლო ორგანოების დისკრედიტაციითაა დაკავებული, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ნდობისა და ავტორიტეტის საკითხს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge