თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ტყიბულის გაფიცვა შრომით დავას გასცდა და მასშტაბურ სოციალურ პროტესტად იქცა".
„ტყიბულში და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრობლემებს აჩვენებს, რაც განსაკუთრებით მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება. ტყიბულის გარდა გაფიცულები არიან ქსნის მინისტრის ქარხანაში, მედიაციის პროცესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. ხოლო, ჭიათურის მაღაროსა და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი გაჩერებულია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge