თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესს.
„სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი პროცედურები ორივე უწყებამ დაარღვია. ერთი მხრივ, უმაღლესმა საბჭომ არ განახორციელა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი წესით ხელახლა კენჭისყრის ჩატარება, ხოლო, მეორე მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნა და უმაღლეს საბჭოს არ წარუდგინა კონკურსის შედეგად შერჩეული უსკოს თავმჯდომარეობის სხვა 2 კანდიდატი", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge