თბილისი. 26 თებერვალს, ომბუდსმენთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
„საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის პროექტი", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge