თბილისი. ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა როგორც ღიაობისა და სოციალური დიალოგის საფუძველი."
„IDFI კვლავ მხარს უჭერს მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივაში საქართველოს მიერთებას. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა გააუმჯობესებს საინვესტიციო და ზოგადად, ბიზნეს გარემოს, კორპორატიულ მმართველობას, სახელმწიფო პოლიტიკის ღიაობას, აამაღლებს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობას და კონტროლს ტრანზიტსა წიაღისეულის მოპოვებაზე, რის შედეგადაც გაუმჯობესდება მთავრობისადმი მოქალაქეების ნდობა და შემცირდება კორუფციის რისკები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge