თბილისი. 29 თებერვალს, სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
„21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge