თბილისი. 26 მარტს, 12:00 – 16:00 საათამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ"-ი საქართველოში მეხუთედ გამართავს ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენას.
„ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ორგანიზაცია, მონაწილე ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებსა და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართავენ მსურველებს. „ჰელფინგ ჰენდ"-ი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშვიდობის კორპუსს საქართველოში და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის", ნატქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში