თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება იძულებითი „მოხალისეობისადმი".
„დღესდღეობით, იძულებითი მოხალისეობისადმი დამოკიდებულება საქართველოში საკმაოდ არაერთგვაროვანია. წინამდებარე პოსტის მიზანია იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება ეს დამოკიდებულება ასაკის, განათლების დონისა და მოხალისეობის წარსული გამოცდილების მიხედვით. ამის ნახვას შევეცდებით CRRC-საქართველოს გამოკითხვის, მოხალისეობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (აპრილი, 2014) მიხედვით, რომელიც დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: blog.crrc.ge