en
ge

EMC -ს შეფასება ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ადიგენში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) 29 თებერვალსა და 1 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა, სეკულარიზმის,კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვით.
„სოფელ ადიგენში გამოვლენილი ძალადობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ისლამოფობიური მოტივით ჩადენილი ძალადობის მე-7 მძიმე შემთხვევაა (ნიგვზიანის, წინწაყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთისა და მოხეს მოვლენების შემდეგ). ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს და სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის საჭიროებას აჩვენებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023