4 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით გაიმართება ფილმის „Suffragette" ჩვენება - დისკუსია. ფილმი აღწერს ქალთა უფლებებისათვის მებრძოლთა რეალურ ისტორიას, რომელიც მოხდა დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში.
მისამართი: თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, 115 აუდიტორია