4 მარტს, 19:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ ეკოჰაბში დისკუსიაზე: თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა. დისკუსიაზე განიხილება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მდგომარეობა თბილისში, დედაქალაქში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებები და გამწვანების პრიორიტეტები.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, ლოკომოტივის მიმდებარე ტერიტორია