en
ge

აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

თბილისი. 4 მარტს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართა. კოალიციამ საბჭოს ოფიციალური განცხადებით მიმართა, რათა შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატის დანიშვნის პროცესი.
„მამუკა ახვლედიანმა, რომელიც იუსტიციის საბჭომ კანონის დარღვევით თანამდებობიდან 22 თებერვალს გაათავისუფლა, უკვე მიმართა სასამართლოს და გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ახალი კანდიდატის დანიშვნით ჩნდება საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება ბატონი მამუკა ახვლედიანის უფლების რეალიზაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)