თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" განაგრძობს „ფანასკერტელის ინდექსზე" მუშაობას. ამჯერად, ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რომელიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებთან შედარდა.
„200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი" 4.5%–ით არის შემცირებული და თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სოციალური ქსელი