en
ge

იაპონიის საელჩომ ზუგდიდში სამედიცინო მომსახურების ცენტრი დააფინანსა

სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა" 20 დეკემბერს,  „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის" პრეზენტაცია გამართა. პროექტს იაპონიის მთავრობა აფინანსებს.
პროექტის წარდგენისთვის ზუგდიდს ეწვია იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ჰიროკი ტოკუნაგა. „ზუგდიდის სამედიცინო ცენტრს შვიდი სახის სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა. მოხარული ვარ გარემოებით რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით. პირველი პროექტის ფარგლებში ჩვენი დახმარებით, დადიანების სასახლის საგამოფენო დარბაზი განახლდა", განაცხადა ჰიროკი ტოკუნაგამ.  იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია „თანაზიარის" ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ. მისი თქმით, 1 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში, სამედცინო ცენტრის მომსახურეობით უფასოდ ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)