10 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის", ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართება მედიაკონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მედია გარემო საპარლამენტო არჩევნების წინ, მედიის ფინანსური მდგრადობა და გამჭვირვალობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის გზაზე, ინტერნეტ თავისუფლება და ონლაინ სივრცის რეგულირების ტენდენციები და ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შეჯამება.
მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი #1