კახეთი. ორგანიზაცია ,,საბჭოთა წარსულის
კვლევის ლაბორატორიის’’ მიერ თელავის
თეატრის ფოიეში
გამოფენა გაიმართა,
რომელიც საბჭოთა
კავშირის პერიოდში
რეპრესირებულ ქალებს
შეეხებოდა.
პროექტი ,,წითელი ტერორის
ტოპოგრაფია,’’ რომლის
ფარგლებშიც მომზადდა
გამოფენა, გერმანიის სახალხო
უნივერსიტეტთა ასოციაციამ დააფინანსა.
საბჭოთა წარსულის
კვლევის ლაბორატორიის მკვლევარის ირაკლი
ხვადაგიანის თქმით,
გამოფენა აგებულია
რეპრესირებული ქალების
შესახებ ისტორიებზე, რომელიც წლების
განმავლობაში ფართო
საზოგადოებისთვის ცნობილი
არ იყო:
,,პროექტის განხორცილების შედეგად დაიბეჭდა
წიგნი, ,,დაკარგული
ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების
შესახებ,’’ რომელსაც
თან ერთვის
ფილმი. გარდა
ამისა, ასევე
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვა
ტმასალებიც, რომელიც
თავისი ფორმატიდან გამომდინარე წიგნში
და ფილმში
ვერ მოხვდა.
რეალურად აქ
წარმოდგენილი ფაქტების
უმეტესობა არის პირველად გამოქვეყნებული. ეს ყველაფერი
იყო დაცული
ქართულ ოჯახებში
ან არქივებში,
როგორც აკრძალული
მემუარები”.