10 მარტს,14:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრას გამართავს მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნ გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს წარმომადგენლები.
მისამართი: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი