თბილისი. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ეგიდით დამხმარე სახელმძღვანელო „მოქალაქე და ეკონომიკა" მომზადდა, რომელიც IX – XI კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება: თეორიული სახელმძღვანელო და სავარჯიშოების რვეული.
პუბლიკაციაში ახლებურად არის განხილული სამოქალაქო განათლების ეკონომიკური ნაწილი. წიგნი მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიგონ ის ეკონომიკური საკითხები, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება, გაიზიარონ თავისი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში და მიიღონ უკეთესი, მათთვის სასარგებლო ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" დამხმარე სახელმძღვანელოს კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების იმ მასწავლებლებს გადასცემს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული პუბლიკაციის საპილოტე ვერსიის განხილვაში და ამავდროულად, დამხმარე სახელმძღვანელოს დანერგვის ტრენინგები გაიარეს.
აღნიშნული პუბლიკაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება" ფარგლებში მომზადდა, რომელსაც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ახორციელებს.