en
ge

ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის წინადადება არ გაითვალისწინა

თბილისი. ჯანდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა სახალხო დამცველის წინადადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
„სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა ძვირადღირებულია და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, მინისტრის პასუხიდან არ ირკვევა, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირისთვის სამკურნალო მედიკამენტების გადაცემა (განსხვავებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მქონე პირისაგან) და რატომ არ არის საკმარისი უკვე არსებული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, პირველი აბის ვიდეოკამერის წინ მიღება, ორკვირაში ერთხელ ვიზიტი კლინიკაში და დარჩენილი მედიკამენტების ვიდეოკამერის წინ გადათვლა და ყოველი თვის ბოლოს წინა თვის წამლის ცარიელი ყუთის ჩაბარება", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)