აჭარა. 9–10 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგ–სემინარი გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთათვის, თემაზე: ,,ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები” საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე და მოწვეული ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გოგუაძე საუბრობდნენ. ტრენიგ–სემინარის საუკეთესო მონაწილეთათვის მოეწყობა სასწავლო ტური თბილისში, რომლის ფარლებშიც გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებთან. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტის ,,VOTE SMART”-ის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი პროექტი არაკომერციული და სრულად აპოლიტიკური ხასიათისაა.