თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები"
„29 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით 12-დან ხუთი კანდიდატი შეარჩია. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge