en
ge

დისკუსია - თაობათა ურთიერთობა

აჭარა. 13 მარტს, ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე: თაობათა ურთიერთობა. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა ნათია ფანჯიკიძემ- ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას” დამფუძნებელმა და თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელმა. შეხვედრის მონაწილეებმა თაობათა ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული სირთულეები განიხილეს. საუბარი იყო საკუთარი პოზიციის გამოხატვასა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნების საკითხებზე. სტუდენტებმა თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრეს, ფსიქოლოგისგან მიიღეს რჩევები.
შეხვედრას ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა მესამე სექტორის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის ლექტორები ისწრებოდნენ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)