თბილისი. 10 მარტს „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის", ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან" (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) პარტნიორობით მედია კონფერენციას გამართა.
კონფერენცია ხუთი პანელისგან შედგებოდა: მედია გარემო საპარლამენტო არჩევნების წინ,
მედიის ფინანსური მდგრადობა და გამჭვირვალობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის გზაზე, ინტერნეტ თავისუფლება და ონლაინ სივრცის რეგულირების ტენდენციები, ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შეჯამება.
ღონისძიებას მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: osgf.ge