en
ge

პოლიტიკური დისკუსია – რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი

აჭარა. 11 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე - რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე და ჯუმბერ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გასცეს პასუხი ა(ა)იპ-ებში დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება და პოზიცია ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემებით აღნიშნულ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა 218 საშტატო ერთეულით გაიზარდა. აქ დასაქმებისთვის კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არ არის. დისკუსიის ბოლოს შეაჯამეს არსებული მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც ბოლო დროს ძალიან აქტუალურია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიების წევრები ესწრებოდნენ.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება 'თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია" NED-ის დაფინანსებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023