თბილისი. 11 მარტს, ქალთა მოძრაობამ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა. მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გადაღება და ინტერნეტში გავრცელება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ფარული ჩანაწერების გავრცელებაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კვალს ხედავენ, ამიტომ მათ აქციაზე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. „არა შანტაჟს! არა მანიპულაციას! არა სპეკულაციას" - იყო შეკრებილი მოქალაქეების მოწოდებები.
წყარო: ლიბცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში