თბილისი. კოალიცია ეხმაურება სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღას" და წარმოადგენს მოსაზრებებს რეფორმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების განახლებულ ვერსიაზე.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი შეიცავს ინიციატივებს რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემაში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას და გაუმჯობესებულ რეგულირებას. თუმცა, სისტემაში დღეს არსებული კრიზისისა და საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელისუფლებამ გამოხატოს მზადყოფნა შემდგომი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, კოალიციის პოზიციაა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების და პროგრესული დებულებების დროულად და არაგონივრული დაყოვნების გარეშე ამოქმედება არსებითად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, არსებული კრიზისის შესუსტებისა და ცვლილებების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge