en
ge

ახალგაზრდები ახალგაზრდულ პოლიტიკაზე

აჭარა. 11 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართლობის ცენტრში, ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის" ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-სემინარი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის მოხალისეობის არსის, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მოხალისეობის შესახებ კანონის გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდნენ 16-29 წლამდე ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, განიხილეს ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები, ასევე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობა შეაფასეს და გამოთქვეს სურვილი უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში. შეხვედრაზე ერთ-ერთი სესია დაეთმო საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდების აქტიურობის სურათს, წარმატებული ქეისების განხილვას და სამოქალაქო ჩართულობაში ახალგაზრდების მონაწილეობის დადებით მხარეებზე მსჯელობას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)