თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„...უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ე.წ. "ოდეერების” არსებობა დაუშვებელია და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უხეში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წარსული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ამ ფორმით ვერ უზრუნველყოფს სტუდენტთა რეალური პრობლემების წამოჭრას და მათ გადაწყვეტას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge