თბილისი. სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკვირვებისას, პოლიციელთა მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა.
„ზუგდიდის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი გადაიდო, რათა პროცესის მონაწილე ყველა მხარემ შეძლოს შეთანხმების მიღწევა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge