en
ge

ანგარიში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ

თბილისი. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 14 სექტემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს.
„ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მისცეს საშუალება გაცნობოდნენ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დირექტორის ბრძანებებზე თანდართულ უსაფრთხოების განყოფილების შუამდგომლობებს, რადგან, მათივე განმარტებით, შუამდგომლობებში ასახული ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლოებას", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)