თბილისი. „რადარამი" იწყებს კონკურსს „ვიკითხოთ და ვიკამათოთ".კონკურსის ფარგლებში „რადარამის" მიერ გამოცემეული წიგნების ერთგულ მკითხველს მოეთხოვებათ, დაწერონ საკუთარი შთაბეჭდილება, მოსაზრება, ანალიზი, მიმოხილვა ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცემული 5 წიგნიდან ერთ-ერთზე (ან ხუთივეზე სურვილისამებრ). შემდეგ ნაწერი გააგზავნონ მისამართზე info@radarami.org ან მიწერონ სოციალურ ქსელში ორგანიზაციას 31 იანვრის ჩათვლით.
ყველაზე საინტერსო 5 მიმოხილვა გამოვლინდება „რადარამის" თანამშრომლების მიერ და სოციალური ქსელის მეშვეობით. პირველ ხუთეულს საჩუქრად გადაეცემა „რადარამის" წიგნები. ასევე სურვილისამებრ, ეს ადამიანები ჩაერთვებიან ახალი წიგნების პრეზენტაციის კამპანიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად საინტერესო და გასათვალისწინებელია ქართველი მკითხველისათვის წიგნების ავტორთა მოსაზრებები და რამდენად ახლოსაა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები ქართულ რეალობასთან", – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიაციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში