თბილისი. „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებითა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" მხარდაჭერით პარლამენტში ახალგაზრდული ევროპარლამენტის მოდელირებული სხდომის გახსნითი სესია ჩატარდა.
„პროექტი თვენახევრის განმავლობაში 60 მოტივირებულ და აქტიურ მოსწავლეს გააერთიანებს. მათ მიეცემათ საშუალება მიიღონ დეტალური ინფორმაცია და გამოცდილება ევროპარლამენტის მუშაობის, ევროკავშირის პოლიტიკისა და ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სოციალური ქსელი