en
ge

კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა ბათუმში

აჭარა. 16 მარტს, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში საჯარო შეხვედრა გაიმართა.  ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნას ითხოვს ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი. იგი ალტერნატიულ კინო სივრცედ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის შენობას მოიაზრებს. მეორე ვერსიად ღია ტიპის მობილური ეკრანის შეძენას განიხილავს. პროექტის განსახორციელებლად BIAFF- ის დამფუძნებლები ფინანსურ მხარდაჭერას ბათუმის მერიისა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სთხოვენ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები,  მედია ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)