თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმ თემს სოლიდარობას უცხადებენ.
„ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი განიხილოს უფლებრივი პერსპექტივიდან და მოახდინოს ამ საკითხის დეპოლიტიზირება, რომელსაც ცალკეული ქსენოფობიური და ისლამოფობიური პოლიტიკური, კლერიკალური და სოციალური ჯგუფები რადიკალურად ეწინააღმდეგებიან", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge