თბილისი. 19 მარტს, მოძრაობა „ეს შენ გეხება"-ას ორგანიზებით აქცია გამართა. აქცია 13:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, მსვლელობით, კანცელარიასთან მივიდნენ. მოძრაობა „ეს შენ გეხება", პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გმობს და ხელისუფლებას სწრაფი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. თბილისის გარდა იგივე მოთხოვნებით აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში