სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, 31 მაისს, 15 საათზე, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - ,,1919-21 წლები და სამცხე-ჯავახეთი” . კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბის წევრების მოხსენებები. საკონფერენციო მასალები მონაწილეებმა როგორც წიგნებიდან, ასევე ცოცხალი წყაროებიდან მოიძიეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი 14 მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს პრიზები, ხოლო კონფერენციის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცათ.