en
ge

შეხვედრა შუახევში - „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“

აჭარა. 19 მარტს, შუახევის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" ფარგლებში, ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის" და მახოს საჯარო სკოლის სასკოლო კლუბის მოსწავლეების ორგანიზებით, სპორტული შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრი ფეხბურთში ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სკოლების ბაზაზე არსებულ საფეხბურთო გუნდებს შორის ჩატარდა. გამარჯვებული შუახევის გუნდი გახდა. სპორტული აქტივობების პარალელურად, ახალგაზრდული გამგეობის წევრების შესარჩევად პრეტენდენტებთან გასაუბრება გაიმართა. პროექტი „ახალგაზრდული გამგეობები" ერთწლიანია და მიზნად ისახავს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. პროექტი ბათუმის ახალგაზრდული მერიისა და ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის" ინიციატივითა და შუახევის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)