en
ge

„საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში“

თბილისი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აქვეყნებს კვლევას: „საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში".
„ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა (თბილისის 78% და სხვა ქალაქების 53%) დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს კერძო სახლებში, სხვა ქალაქების მაცხოვრებლების 41 პროცენტთან შედარებით. რაც შეეხება საკუთრების ფორმას, თბილისის მოსახლეობის 83% და სხვა ქალაქების - 90% ფლობს საკუთარ საცხოვრებელს. თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 9%, სხვა ქალაქებში კი 3% ქირაობს სახლს ან ბინას, რომელშიც ცხოვრობს.
ქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მესამედი სამოთახიან საცხოვრისში ცხოვრობს. ერთ და ოროთახიანი ბინები უფრო ხშირია დედაქალაქში, ხოლო ხუთ ან უფრო მეტ ოთახიანი საცხოვრისები - სხვა ქალაქებში", ნათქვამია კვლევაში.
სრულად...
წყარო: crrc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)