en
ge

EMC-ის პროექტი...

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის."
„პროექტის მიზანია დისკრიმინირებული რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ მხრივ არსებული უთანასწორო საკანონმდებლო გარემოსა და პრაქტიკების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით შეცვლის ხელშეწყობა. პროექტი გულისხმობს რელიგიის თავისუფლებასთან, ასევე რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას და საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების გამოვლენასა და აღმოფხვრას. პროექტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)