en
ge

„სადა ხარ, ჩემო სულიკო“

აჭარა. 21 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ფილმის ჩვენება გაიმართა - „სადა ხარ, ჩემო სულიკო". დოკუმენტური ფილმი ცნობილი სიმღერის „სულიკო" ისტორიასა და ავტორის შესახებ მოგვითხრობს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შექმნილი სიმღერის ავტორზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს, თუმცა ფილმი ამ ვერსიებს საბოლოოდ ააშკარავებს. ფილმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის გაცოცხლებისა და შენახვის მხრივ. რეჟისორი ფილმს უძღვნის ყველა ქალს, ვისაც შეჰქონდა და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში. ფილმის ჩვენებას და დისკუსიას ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი უძღვებოდა. ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის, მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება. ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)