en
ge

საჯარო მოხელის შეფასების სისტემა – ევროკავშირსა და საქართველოში

იმერეთი. 21 მარტს ქუთაისში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების შესწავლა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონით საჯარო მოხელის შეფასებისათვის დადგენილი ძირითადი მიმართულებების ანალიზი. ასევე იმ საკითხების განხილვა, რომელებიც „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
წყარო: საიას ქუთაისის ფილიალის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)