23 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ” გაიმართება სამუშაო შეხვედრა მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და განხორციელების გზების შესახებ. მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი #1